თავში

ბრიტანეთში კაცს, რომელმაც პოლიციელებს შეაფურთხა 12 თვე მიუსაჯეს

ბრიტანეთში კაცს, რომელმაც პოლიციელებს შეაფურთხა 12 თვე მიუსაჯეს
ბრიტანეთში კაცს, რომელმაც პოლიციელებს შეაფურთხა 12 თვე მიუსაჯეს

ნოტინგჰემშირში, მანსფილდში პოლ ლივერსს პოლიციის 2 ოფიცერი კორონავირუსის სიმპტომების შესახებ ეკითხებოდა, როცა მამაკაცმა სამართალდამცავებს შეაფურთხა. ახლა კი, მას ციხეში 12 თვის გატარება მოუწევს, რადგან საგანგებო სამსახურის მუშაკებზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.

ნოტინგჰემშირის პოლიციის განცხადებით, დამნაშავეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, ოფიცრები კი, თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

ლივერსს სასჯელი ნოტინგემის მაგისტრატის სასამართლოში, დაპატიმრებიდან მესამე დღეს გამოუტანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, კორონავირუსის ამგვარად "გამოყენებისა" და საგანგებო სამსახურის მუშაკებისადმი უხეშად მოპყრობისთვის დამნაშავეს სერიოზული სანქციები დაეკისრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system