თავში

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ომიკრონი" ჩელმსფორდში და ნოტინჰემში დაფიქსირდა.

ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონე პირები იდენტიფიცირებულნი არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სამხრეთ აფრიკის რეგიონში აღმოჩენილმა ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვირუსს შემაშფოთებელი უწოდა და მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს, "ომიკრონის" სახელი მიანიჭა. 

საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციები წესდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system