თავში

ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო გადამდები მუტაცია ვრცელდება

​ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო გადამდები მუტაცია ვრცელდება
ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო გადამდები მუტაცია ვრცელდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიაცია ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times აქვეყნებს.

კემბრიჯის უელქომ სენგერის ინსტიტუტის მეცნიერის, ჯეფრი ბარეტის თქმით, ახალი ტიპის ინფექცია - AY.4.2 - კორონავირუსის დელტას შტამის ვარიაცია არის, თუმცა ის საწყის ვარიანტზე, სულ მცირე, 10-15%-ით უფრო გადამდებია. მეცნიერები თვლიან, რომ AY.4.2 შესაძლოა, პანდემიის პერიოდში გამოვლენილი ყველაზე საშიში მუტაცია გახდეს.

ამ დროისთვის ვარიაცია მხოლოდ ბრიტანეთში ფიქსირდება და ყველა შემთხვევის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ფორმის გავრცელება, შესაძლოა, მხოლოდ "შემთხვევითი დემოგრაფიული მოვლენა" იყოს.

ამავდროულად, ჯეფრი ბარეტს მიაჩნია, რომ დიდ ბრიტანეთში ინფიცირების დაფიქსირებული ზრდა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობა პრევენციულ ზომებს უგულებელყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system