თავში

ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

​ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო
ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. ბრიტანეთი პირველი ქვეყანა, სადაც იმუნიზაცია აშშ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი სერთიფიცირებული ვაქცინით მოხდება. განხილვის პროცესშია ასევე ფარმაცევტული კომპანიების Moderna -სა და ბრიტანული AstraZeneca- ს მიერ შექმნილი ორი ვაქცინაც, რომლებიც ასევე დამტკიცებას ელოდებიან.

ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა, რაც საკმარისი 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება. თავდაპირველად ვაქცინაცია 800 000 დოზით დაიწყება. პირველ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები - მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარები, ექიმები, სოციალური მუშაკები და 80 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system