თავში

ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობა შექმნეს

ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობა შექმნეს
ბრიტანეთში კოსმოსური სარდლობა შექმნეს

დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში კოსმოსური სარდლობა გაჩნდა, რომლის მიზანი კოსმოსში ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.

კოსმოსური სარდლობის შტაბ-ბინა ჰაი-უიკში, ლონდონიდან დასავლეთით გაიხსნა. მისი მუშაობისთვის მომავალი 10 წლის განმავლობაში 1.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოიყო.

"როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგეები თავიანთ კოსმოსურ შესაძლებლობებს ავითარებენ, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიცია კოსმოსში, რათა სწრაფად მივიღოთ უპირატესობა ამ სწრაფად განვითარებადი სივრცეში. კოსმოსური სარდლობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ძალისხმევაში, ეფექტურად ვიმუშაოთ კოსმოსში", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შესყიდვების საკითხებში მინისტრმა, ჯერემი ქუინმა.

დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სარდლობა სტრატეგიულ სარდლობასა და თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ლაბორატორიასთან ითანამშრომლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system