თავში

ბრიტანეთში ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის იდენტიფიკაცია დასრულდა

ბრიტანეთში ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის იდენტიფიკაცია დასრულდა
ბრიტანეთში ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის იდენტიფიკაცია დასრულდა

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის ფორმალური იდენტიფიკაცია დაასრულა. დაღუპულთა ოჯახებმა შესაბამისი შეტყობინებები უკვე მიიღეს.

"ეს გამოძიებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ჩვენს ვიეტნამელ კოლეგებთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რათა ჩვენ ამ მსხვერპლთა ოჯახებს თანადგომა გამოვუცხადოთ", - განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა, ტიმ სმიტმა.

ვიეტნამის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელებიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. 

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system