თავში

ბრიტანეთში მამაკაცს COVID-19 ათი თვის მანძილზე ჰქონდა

​ბრიტანეთში მამაკაცს COVID-19 ათი თვის მანძილზე ჰქონდა
ბრიტანეთში მამაკაცს COVID-19 ათი თვის მანძილზე ჰქონდა

ბრიტანეთში ასაკოვანი მამაკაცი კორონავირუსით 10 თვის განმავლობაში იყო ავად. ის საავადმყოფოში 7-ჯერ გადაიყვანეს, COVID-19-ზე ტესტი კი ყოველთვის დადებითი იყო. ამის შესახებ გამოცემა Guardian წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 72 წლის დეივ სმიტი კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში პირველი ტალღის დასაწყისში, 2020 წელს დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა ინფიცირებიდან ორიოდე კვირის შემდეგ გამოჯანმრთელდა, სმიტის დაავადება გაცილებით მეტხანს გაგრძელდა.

მამაკაცს COVID-19 290 დღე ზედიზედ ჰქონდა და თითქმის 10 თვე გაგრძელდა. დღესდღეობით ეს დაავადების რეკორდულად გრძელი მიმდინარეობაა.

”ჩემმა მეუღლემ ხუთჯერ დაიწყო პანაშვიდების ორგანიზება”, - განაცხადა სმიტმა.

სმიტის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად იცვლებოდა: ის ხან უკეთესად გრძნობდა თავს, ხან უარესად. კორონავირუსის ტესტები კი ყოველ ჯერზე დადებითი იყო.

გამოჯანმრთელებაში სმიტს ანტისხეულების კოქტეილი დაეხმარა. მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და მიღებიდან 45 დღის თავზე ტესტი უარყოფითი იყო.

"სრულად ვერასოდეს გამოვჯანმრთელდები, რადგან COVID-19-მა ჩემი ფილტვები გაანადგურა და მალე ჰაერის უკმარისობა მეწყება. ახლა ყოველი დღე ბონუსია", - განაცხადა სმიტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system