თავში

ბრიტანეთში მე-17 საუკუნის მონათმოვაჭრის ძეგლი მდინარეში გადააგდეს - PHOTO

ბრიტანეთში მე-17 საუკუნის მონათმოვაჭრის ძეგლი მდინარეში გადააგდეს
ბრიტანეთში მე-17 საუკუნის მონათმოვაჭრის ძეგლი მდინარეში გადააგდეს - PHOTO

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში, აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტული მოძრაობის მხარდაჭერა, მე-17 საუკუნის მონათმოვაჭრის ისტორიული ძეგლის მდინარეში გადაგდებით აღნიშნეს.

ბრინჯაოს ქანდაკება 300 წლის წინ მოღვაწე ცნობილ ინგლისელ ვაჭარს, მეცენატსა და და პარლამენტის წევრს ედვარდ კოლსტონს ეკუთვნოდა.

 

პროტესტის მონაწილეებმა 5,5 მეტრის სიმაღლის ქანდაკებას თოკების მოაბეს, ჩამოაგდეს და მდინარე ეივონში გადააგდეს.

ედვარდ კოლსტონმა ქონების დიდი ნაწილი მონათვაჭრობით დააგროვა, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ეწეოდა, თუმცა მოგვიანებით, ამავე ქონების უმეტესობა ქველმოქმედებისთვის - ბრისტოლში სკოლების, საავადმყოფოებისა და ასევე ღირსშესანიშნაობების მშენებლობისთვის გასცა. მისი ძეგლი ბრისტოლის ცენტრში 1895 წელს დადგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system