თავში

ბრიტანეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია იწყება

ბრიტანეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია იწყება
ბრიტანეთში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია იწყება

დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაცია 8 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინაცია პირველ რიგში მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლებსა და თანამშრომლებს, აგრეთვე 80 წელს გადაცილებულ პირებს ჩაუტარდებათ. 

ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის კრის ჰოფსონის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა 50 საავადმყოფოს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system