თავში

ბრიტანეთში ოქსფორდის ვაქცინა მასობრივ მოხმარებაში 4 იანვრიდან ჩაეშვება

ბრიტანეთში ოქსფორდის ვაქცინა მასობრივ მოხმარებაში 4 იანვრიდან ჩაეშვება
ბრიტანეთში ოქსფორდის ვაქცინა მასობრივ მოხმარებაში 4 იანვრიდან ჩაეშვება

გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის მიერ შემუშავებული გეგმების თანახმად, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივ მოხმარებაში 4 იანვრიდან ჩაეშვება. ამის შესახებ The Sunday Telegraph იუწყება.

გამოცემის ცნობით, მთავრობა იმედოვნებს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობას Oxford/AstraZeneca-ს ან Pfizer-ის ვაქცინის 2 მილიონი დოზა გადაეცემა. 

The Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა სამედიცინო მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზიას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია ამ ეტაპზე Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system