თავში

ბრიტანეთში "საიდუმლო სერობაზე" ქრისტე შავკანიანი იქნება

ბრიტანეთში "საიდუმლო სერობაზე" ქრისტე შავკანიანი იქნება
ბრიტანეთში საიდუმლო სერობაზე ქრისტე შავკანიანი იქნება

ბრიტანეთში, სენტ-ოლბანის ტაძარში გამოფენენ ნახატს "საიდუმლო სერობა", რომელზეც იესო ქრისტე შავკანიანი იქნება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს. ამ გზით ადგილობრივი სასულიერო პირები მოძრაობას "Black Lives Matter" უცხადებენ სოლიდარობას, რომელიც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ლორნა მეი უოდსვორტის ნამუშევარი ტაძარში 4 ივლისს გამოჩნდება და ოქტომბრამდე დარჩება.

ტაძრის წინამძღვრის თქმით, დღეს ეკლესიას არ აქვს მტკიდე პოზიცია იმისთვის, რომ რასობრივ, ან სხვა ტიპის სამართლიანობაზე იქადაგოს.

"შავკანიანთა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ჩვენ საკურთხეველს ფიქრისა და ლოცვის ადგილად ვაქცევთ", - განაცხადა მან.

Daily Mail წერს, რომ ეს ნაბიჯი, შესაძლოა, ინგლისის ეკლესიის ხელმძღვანელის, კენტერბერიის არქიეპისკოპოსის, ჯასტინ უელბის მოწოდებაზე პასუხი იყოს, რომელმაც მოუწოდა გადაიხედოს ქრისტეს, როგორც თეთრკანიანი ადამიანის გამოსახულება. უელბიმ ქრისტიანულ საზოგადოებას შესთავაზა, განათავსონ ეკლესიებში სურათები, ფრესკები და სხვა ნამუშევრები, რომლებზეც ქრისტე წარმოშობით ჩინელია, ან ახლო აღმოსავლეთიდანაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system