თავში

ბრიტანეთში შეზღუდვების მოხსნას 4 კვირით გადადებენ

​ბრიტანეთში შეზღუდვების მოხსნას 4 კვირით გადადებენ
ბრიტანეთში შეზღუდვების მოხსნას 4 კვირით გადადებენ

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვის გაუქმება 4 კვირით გადაიწევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს საღამოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მოსახლეობას მიმართავს და მოთმინებას სთხოვს.

პრემიერი შეზღუდვების შემსუბუქების თარიღად 19 ივლისს დაასახელებს, რათა მანამდე ზრდასრულმა ყველა მოქალაქემ ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზის მიღება მოასწროს.

დიდი ბრიტანეთში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსის Delta შტამით არის გამოწვეული, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა. ითვლება, რომ ის 60%-ით უფრო გადამდებია ვიდრე ვარიანტი Alpha, რომელიც მანამდე ბრიტანეთში დომინირებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system