თავში

ბრიტანეთში შობა არ "გაუქმდება" - ჯონსონი

​ბრიტანეთში შობა არ "გაუქმდება" - ჯონსონი
ბრიტანეთში შობა არ გაუქმდება - ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, შობაზე სერიოზული საკარანტინო შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს დღესასწაული არ "გაუქმდება". ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ჯონსონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროგრამა კორონავირუსით ავადობის ეფექტური კონტროლის საშუალებას მისცემს.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 16 წელს გადაცილებული მოქალაქეების 81%-მა მიიღო.

პანდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში COVID-19-ის 7 მილიონ 400 შემთხვევა დადასტურდა, 135,2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system