თავში

ბრიტანეთში უცხოპლანეტელებს სულ უფრო ხშირად ხედავენ

ბრიტანეთში უცხოპლანეტელებს სულ უფრო ხშირად ხედავენ
ბრიტანეთში უცხოპლანეტელებს სულ უფრო ხშირად ხედავენ

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში გადაადგილება შეზღუდა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები სახლებს მიაჯაჭვა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პანდემიას და მთავრობის რეგულაციებს არ სცნობენ უცხოპლანეტიდან ჩამოსული არსებები. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელების ნაწილი ასე ფიქრობს, რადგან ამ საკითხით მიმართვიანობამ პოლიციაში საგრძნობლად იმატა.

ბრიტანელი ვეტერანი პოლიციელი გარი ჰესელტაინი აცხადებს, რომ მთავრობა სიმართლეს მალავს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ და ცაც უფრო წმინდაა, უცხოპლანეტელების დანახვა გამარტივდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე სიმართლე ყველასთვის ცნობილი გახდება.

როგორც ჩანს, "ლოქდაუნის" კიდევ ერთი ეფექტი ისაა, რომ სახლის ეზოებიდან ცაში მომზირალი ადამიანები "უჩვეულო ფენომენებს" ამჩნევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system