თავში

ბრიტანეთში ვაქცინაციის პასპორტები 17 მაისიდან ამოქმედდება

ბრიტანეთში ვაქცინაციის პასპორტები 17 მაისიდან ამოქმედდება
ბრიტანეთში ვაქცინაციის პასპორტები 17 მაისიდან ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური 17 მაისიდან ვაქცინაციის პასპორტებს აამოქმედებს. ამის შესახებ გამოცემა The Times წერს.

ბრიტანელებს ვაქცინაციის პასპორტების გამოყენება, პირველ რიგში, საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის მოუწევთ. 

ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სმარტფონის აპლიკაციაში იქნება ჩატვირთული და მისი გამოყენება მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული.

აპლიკაციის გამოსაყენებლად, გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლებმა ონლაინ რეგისტრაცია საზღვარგარეთ გამგზავრებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა გაიარონ. გარდა ამისა, მათ მატერიალური სახით, ქაღალდის სერტიფიკატს აღებაც შეუძლიათ. 

ამჟამად, კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე მოსახლეობის 67%-ს (35,5 მილიონი ადამიანი) აქვს გაკეთებული. ხოლო სრულად ვაქცინირებულთა პროცენტული წილი 34%-ს (17,9 მილიონი ადამიანი) შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system