თავში

ბრიტანული საშობაო ნაძვის ხე დაცინვის ობიექტი გახდა

​ბრიტანული საშობაო ნაძვის ხე დაცინვის ობიექტი გახდა
ბრიტანული საშობაო ნაძვის ხე დაცინვის ობიექტი გახდა

ინგლისის ქალაქ გოსპორტში ქარიშხლის დროს გაგდმულმა ნაძვის ხემ ადგილობრივებს ქალაქ პიზაში მდებარე ცნობილი კოშკი მოაგონა. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

ქალაქელებმა სოციალურ ქსელში ნაძვის ფონზე ფოტოები გამოაქვეყნეს და ის პიზის დახრილ კოშკს შეადარეს.

ადგილობრივები სადღესასწაულო ხის გამრუდებამ ძალიან გააბრაზა.

"რა თქმა უნდა, არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ხე უბრალოდ ამაზრზენია", - თქვა ერთ-ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელებში.

”საშინელებაა!” - წერს სხვა ადამიანი.

ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, გრემ ბერგესმა აღნიშნა, რომ დადგმის შემდეგ მუშებმა ხე გაასწორეს და ახლა ის უფრო "ტრადიციულად" გამოიყურება. მან დასძინა, რომ სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო განსაკუთრებით რთული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system