თავში

ბრიტანული ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ქმნის

ბრიტანული ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ქმნის
ბრიტანული ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ქმნის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შეიმუშავა, გამოკვლევის მესამე ეტაპზე ხანდაზმულებში ძლიერი იმუნური რეაქცია აჩვენა.

"თუ დადგინდა, რომ ვაქცინა ხანდაზმულ ადამიანებში ძლიერ იმუნიტეტს ქმნის და ანტისხეულების წარმოქმნას ხელს უწყობს, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი იმედის მომცემი ნიშანი იქნება", - განაცხადა ნოტინგემის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორმა.

მკვლევართა თქმით, წარმატებული იმუნოლოგიური გამოკვლევები არ იძლევა გარანტიას, რომ ვაქცინა საბოლოოდ უსაფრთხო და ეფექტური იქნება ხანდაზმულთათვის. ეს მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა ტესტის პასუხი გაანალიზდება.

ცნობილია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევების მესამე ეტაპი დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში მიმდინარეობს, ხოლო აშშ-ში მალე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system