თავში

ბრიტანულმა AstraZeneca-მ Moderna-ს წილი 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა

ბრიტანულმა AstraZeneca-მ Moderna-ს წილი 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა
ბრიტანულმა  AstraZeneca-მ Moderna-ს წილი 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-მ Moderna-ს 7,7%-იანი წილი 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა.

აღინიშნა, რომ AstraZeneca იყო Moderna-ს მეორე მსხვილი აქციონერი. კომპანიამ აქციები მას შემდეგ გაყიდა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარება დაიწყო. ჯერჯერობით გაუგებარია, ზუსტად როდის გაყიდა AstraZeneca- მ Moderna-ს აქციები.

ბრიტანული კომპანიის განცხადებით, გაყიდვიდან მიღებული თანხა მოხმარდება საკუთარი მედიკამენტების განვითარებას და ამერიკული კომპანიის Alexix შეძენას, რომელიც იშვიათ დაავადებებზე მუშაობს. AstraZeneca-სა და Alexix-ის შორის დადებული გარიგების ღირებულება 39 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ცნობილია, რომ COVID-19-ის ვაქცინა, რომელიც AstraZeneca-მ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიმუშავა, ახლა არაკომერციული წესით ვრცელდება. მომავალში კომპანიას მისი გაყიდვა დიდ ბრიტანეთში ახალი აფეთქების შემთხვევაშიც შეეძლება.

აშშ-სა და ევროკავშირში AstraZeneca-ს ვაქცინა ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა. კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების ორმა ვარიანტმა განსხვავებული ეფექტურობა აჩვენა - 90% და 62%. საშუალო იყო 70%. ეფექტურობაში შეუსაბამობის გამო, კომპანიამ ვაქცინის ხელახალი ტესტირება დაიწყო.

Moderna-ს ვაქცინა დამტკიცებულია აშშ-სა და ევროკავშირში გადაუდებელი გამოყენებისათვის. ეს არის პირველი პრეპარატი, რომელმაც ავტორიზაცია მიიღო. Moderna 2021 წელს ვაქცინების გაყიდვით 18,4 მილიარდი დოლარის გამომუშავებას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system