თავში

ბრიტანულმა დაჯგუფებამ ჩეხეთის ბანკებიდან 54 მილიონი ევრო გაიტაცა

​ბრიტანულმა დაჯგუფებამ ჩეხეთის ბანკებიდან 54 მილიონი ევრო გაიტაცა
ბრიტანულმა დაჯგუფებამ ჩეხეთის ბანკებიდან 54 მილიონი ევრო გაიტაცა

ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ, რომლის ცენტრი ბრიტანეთში მდებარეობს, თაღლითური გზით ჩეხეთის ორი ბანკიდან და ერთი სადაზღვევო კომპანიიდან 1,4 მილიარდი კრონი (54 მილიონი ევრო) გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თაღლითებმა ფოლადის მიწოდების ყალბი კონტრაქტების ვექსელები გამოიყენეს. პოლიციის ინფორმაციით, ასეთი სულ მცირე 21 შემთხვევა იყო. ყველა ჯერზე ფინანსური ორგანიზაციები ბოროტმოქმედებს ათობით მილიონი კრონის ოდენობის სესხს აძლევდნენ.

მედიის ცნობით, 4 ეჭვმიტანილი ჩეხეთში იმყოფება, აქედან სამი რესპუბლიკის მოქალაქეა, ერთი კი - უცხო ქვეყნის. მათ ბრალი უკვე წაუყენეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ჩაატარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system