თავში

ბრიტნი 13 წლიანი "ტყვეობიდან" ოფიციალურად გათავისუფლდა

ბრიტნი 13 წლიანი "ტყვეობიდან" ოფიციალურად გათავისუფლდა
ბრიტნი 13 წლიანი ტყვეობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი, 13 წლის შემდეგ, მამის მეურვეობისაგან ოფიციალურად და სრულად გათავისუფლდა.

2008 წელს, პოპის პრინცესად წოდებულ სუპერვარსკვლავზე მეურვეობა მამამ სასამართლოს გზით მოიპოვა. მიზეზი ბრიტნის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა იყო.
ამ დრომდე, მომღერლის 60 მილიონ დოლარიან ქონებას მამა ერთპიროვნულად განაგებდა. ამასთანავე, ის არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის შემოქმედებას, კარიერულ ნაბიჯებს, იმიჯსა და ინტერვიუების შინაარსსაც კი.
მომღერალმა მეურვეობისაგან გათავისუფლება, ამ დრომდე, 2-ჯერ სცადა. 2021 წლის 8 სექტემბერს კი, მეურვეობის დასრულების მოთხოვნით საბუთები სასამართლოში თავად ბრიტნის მამამ, ჯეიმი სპირსმა შეიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system