თავში

ბრიტნი სპირსის ახალმა ვიდეომ მისი ფანები აღაშფოთა

ბრიტნი სპირსის ახალმა ვიდეომ მისი ფანები აღაშფოთა
ბრიტნი სპირსის ახალმა ვიდეომ მისი ფანები აღაშფოთა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა მოულოდნელად მისი მდგომარეობით დამწუხრებული თაყვანისმცემლების დამშვიდება გადაწყვიტა და "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა. 

ვიდეოში ბრიტნი აცხადებს, რომ მასზე არავინ ძალადობს და თავს კარგად გრძნობს.

”ყველა მეკითხება როგორ ვარ. დიახ, მე კარგად ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, მშვენიერი სახლი მაქვს, მშვენიერი ბავშვები მყავს”, - აცხადებს ბრიტნი ვიდეოში.

ამის მიუხედავად, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მრავალი თაყვანისმცემელი კიდევ უფრო შეშფოთდა.

მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ როდესაც მომღერალი შეკითხვებს პასუხობდა ზედმეტად დაძაბული იდგა და ხშირად გვერდით იყურებოდა, თითქოს მის თითოეულ ქმედებას ვიღაც აკონტროლებდა.

2004 წელს ბრიტნი სპირსი დაქორწინდა მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე. ამ ქორწინებაში, 2005 წელს, მომღერალს შეეძინა პირველი ვაჟი, შონ პრესტონი, ერთი წლის შემდეგ კი ჯეიდენ ჯეიმსი. წყვილმა განქორწინება 2006 წელს, მეორე შვილის გაჩენისთანავე გადაწყვიტა. 2007 წელს ნერვული აშლილობის შემდეგ, განქორწინების საქმის ფონზე, მომღერალს მშობლის უფლებები შეეზღუდა. მომღერლის ფანები მისი მამის მზრუნველობისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system