თავში

ბრიტნი სპირსის ფანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს

ბრიტნი სპირსის ფანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს
ბრიტნი სპირსის ფანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს

ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის გულშემატკივრები, მისი მეურვეობისგან განთავისუფლების მოთხოვნით, სასამართლოს შენობასთან აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

მომღერლის ფანები მისი მამის მზრუნველობისგან გათავისუფლებას მოითხოვენ. მისმა გულსემატკივრებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყეს ლოს ანჯელესში მდებარე სასამართლოში, სადაც მისი მეურვეობის ვადისა და პირობების შესახებ მოსმენა უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსის მეურვედ მისი მამა და იურისტი 2008 წელს დაინიშნა, როდესაც მომღერალი ფსიქიკური პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა. მას შემდეგ, სასამართლო მეურვეობის ვადას პერიოდულად აგრძელებს. მომღერლის ფანებმა სოციალურ ქსელებში კამპანია #freebritney წამოიწყეს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერლის ფინანსებს მისი მეურვეები აკონტროლებენ, ისევე, როგორც მის პირად ცხოვრებასა და შვილთან ურთიერთობას. ბრიტინ სპირსის ქონება $ 59 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მაგრამ მას აღნიშნული თანხების განკარგვის უფლება არ აქვს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system