თავში

ბრიუსელი დონალდ ტრამპს პასუხობს

​ბრიუსელი დონალდ ტრამპს პასუხობს
ბრიუსელი დონალდ ტრამპს პასუხობს

ბრიუსელში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უპასუხეს, რომელმაც 25 ივლისს უკრაინის ლიდერთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კიევს დახმარება უფრო აქტიურად უნდა აღმოუჩინონ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა, რომ ევროგაერთიანების მხრიდან უკრაინის დახმარება უპრეცედენტოა. მისი თქმით, 2014 წლიდან რეფორმების გასატარებლად ქვეყანამ გრანტებისა და კრედიტის სახით 15 მილიარდი ევრო მიიღო.

„ევროკავშირმა ფინანსური მხარდაჭერის საკუთარი დონე დაადგინა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის აშშ-სა და სხვა პარტნიორებთან მჭიდროდ ურთიერთობდა“, - აცხადებს კოსიანჩინი.

მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ არსებით ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე, არამედ კონკრეტულ და კოორდინირებულ შემზღუდავ ზომებზე რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის, უკრაინის აღმოსავლეთით რუსულ აგრესიასა და უკრაინული სახელმწიფო სახსრების უკანონოდ მითვისების პასუხად.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში აშშ-ს ლიდერმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მასთან საუბარში უკრაინის თემას ეხება, მაგრამ „არაფერს აკეთებს“. ამაზე ზელენსკი პასუხობს, რომ 100%-ით ეთანხმება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

აშშ-ში ევროკავშირის წარმომადგენლობა "ტვიტერზე" უკრაინისადმი გაწეული დახმარების დეტალებს აქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system