თავში

ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით 10 კაცს გაასამართლებენ

​ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით 10 კაცს გაასამართლებენ
ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით 10 კაცს გაასამართლებენ

ბრიუსელში 5 წლის წინ მომხდარ სისხლიან თავდასხმებთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე 10 ადამიანი წარსდგება. მათ შორის ერთი 2015 წლის პარიზის ტერაქტის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ეჭვმიტანილია. ტერაქტებში ათივე ეჭვმიტანილის საქმეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განიხილავს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესწავლა ევალება. პალატამ ათივე ეჭვმიტანილის საქმე სასამართლოს გადასცა. ფედერალური პროკურატურის განცხადებით, საქმეში კიდევ სამ ეჭვმიტანილს ბრალდება დღეს მოუხსნეს.

2016 წელს ტერაქტების სერიას ბრიუსელის მეტროსა და აეროპორტში 32 ადამიანი შეეწირა და ასობით დაშავდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრიუსელის ტერაქტი პარიზის ტერაქტის გაგრძელება იყო, განსასჯელთა შორის პარიზის ტერაქტის ერთადერთ ცოცხალი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამიცაა. მას პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ბელგიის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა 2018 წლის აპრილში მიუსაჯა. 

პარიზში 2015 წელს 6 სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ტერაქტს სულ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 368 კი დაშავდა.

პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

სასამართლოს თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. განხილვა სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system