თავში

ბრიუსელში კაფეები და ბარები ერთი თვით დაიხურება

ბრიუსელში კაფეები და ბარები ერთი თვით დაიხურება
ბრიუსელში კაფეები და ბარები ერთი თვით დაიხურება

ბრიუსელის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გაუარესების გამო, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში კაფეებსა და ბარებს დახურავს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მუშაობის გაგრძელება, იმ პირობით შეეძლებათ, თუ დადგენილი ზომები დაცული იქნება, რაც გულისხმობს, რომ დაწესებულებებში ერთ მაგიდასთან მხოლოდ 4 სტუმარი იჯდება და რესტორანი 23:00 საათამდე იქნება ღია.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 134 291 შემთხვევა დაფიქსირდა. დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 088-ით გაიზარდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 092-ს მიაღწია. ქვეყანაში კორონავირუსისგან 19 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system