თავში

ბრიუსელში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ბრიუსელში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა
ბრიუსელში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ბრიუსელში ქალმა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. გართულებული მდგომარეობის გამო მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ეს გართულება კორონავირუსს არ უკავშირდებოდა.

”მათ მითხრეს, რომ COVID-19-ზე ამიღებდნენ ანალიზს და ვფიქრობდი, რომ უარყოფითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ მეორე დღეს ჩემმა გინეკოლოგმა დამირეკა და მითხრა, რომ პასუხი დადებითი იყო. მე ჩემი შვილი მხოლოდ ორი წუთით ვნახე", -  თქვა ახალშობილის დედამ.

ახალშობილი  ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი შემცირდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, ძუძუთი კვება მხოლოდ მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვით შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system