თავში

ბრიუსელში NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა

ბრიუსელში NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა
ბრიუსელში NATO-ს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ბრიუსელში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. არსებული და მომავალი უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელი პირები უკვე შეიკრიბნენ.

წელს პირველად, NATO-ს სამიტს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი დაესწრება.

 ”ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ: რუსეთი, რომლის მოქმედებები ჩვენს მოლოდინს არ აკმაყოფილებს და ჩინეთი”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

წლევანდელ სამიტზე უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში მნიშვნელოვანი პარტნიორები ჰყავს - საქართველო და უკრაინა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ქართულმა მხარემ განცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, რაც არაერთხელ დადასტურდა NATO-ს მომდევნო სამიტებზე.

2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა და მიიღეს გადაწყვეტილება NATo-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ. NATo-საქართველოს კომისია ოფიციალურად 2008 წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროს დაფუძნდა.

NATO-ს წევრი ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერების სამიტი 2022 წელს ესპანეთში გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system