თავში

ბრიუსელში ვაქცინაციის გლობალური სამიტი იხსნება

​ბრიუსელში ვაქცინაციის გლობალური სამიტი იხსნება
ბრიუსელში ვაქცინაციის გლობალური სამიტი იხსნება

ამ წუთებში ბრიუსელში ვაქცინაციის გლობალური სამიტი იხსნება. მისი ორგანიზატორები ევროკომისია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. ღონისძიება ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის პატრონაჟით ტარდება.

წელს მაღალი დონის ღონისძიებაში 400 ადამიანი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის პოლიტიკური ლიდერები, გაეროს მაღალჩინოსნები, ჯანდაცვის მინისტრები და ექსპერტები არიან.

სამიტის მიზანია იმ დაავადებებთან ბრძოლის აქტივიზაცია, რომელთა რიცხვის შემცირება ვაქცინაციით არის შესაძლებელი, ასევე აცრების შესახებ ცრუ ინფორმაციის აღკვეთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system