თავში

BTS-ის წევრები, შესაძლოა, ჯარში აღარ გაიწვიონ

​BTS-ის წევრები, შესაძლოა, ჯარში აღარ გაიწვიონ
BTS-ის წევრები, შესაძლოა, ჯარში აღარ გაიწვიონ

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კულტურის მინისტრის რეკომენდაციით, ცნობილ K-pop შემსრულებლებს საშუალებას აძლევს არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, სანამ 30 წელი არ შეუსრულდებათ. ახლა სამხრეთ კორეის არმიაში დაახლოებით ოცი თვის ვადით 18-დან 28 წლამდე ასაკის ყველა ქმედუნარიანი მამაკაცს იწვევენ.

ადრე გადავადება მხოლოდ გამოჩენილ სპორტსმენებს, მსახიობებსა და კლასიკურ მუსიკოსებს ეხებოდათ. კანონის დამტკიცების შემთხვევაში ამ ცვლილებით პოპულარული ჯგუფის BTS წევრები ისარგებლებენ, რომელთაგან ყველაზე უფროსს ჩინს, 28 წელი შეუსრულდა.

გასულ კვირას, BTS გახდა პირველი K-pop კოლექტივი, რომელმაც "გრემის" ნომინაცია მიიღო. ჯგუფი ნომინირებულია სიმღერისთვის "Dynamite".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system