თავში

ბუენოს-აირესში პასპორტის ნომრის მიხედვით ირბენენ

​ბუენოს-აირესში პასპორტის ნომრის მიხედვით ირბენენ
ბუენოს-აირესში პასპორტის ნომრის მიხედვით ირბენენ

ბუენოს-აირესში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობამ მოულოდნელად ჰობი გაიჩინა და საღაამოობით სირბილი დაიწყო. თანაც, ეს აქტივობა იმდენად მასშტაბური და ხალხმრავალი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახალ რეგულაციებზე დაფიქრდა.

ქალაქის ხელმძღვანელი, ორასიო ლარეტა აცხადებს, რომ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა საღამოს 19.00-დან დილის 9.00-მდე შეეძლება. ოღონდ გარკვეული შეზღუდვით. კენტ დღეებში ლეგალურად სირბილს ის პირები შეძლებენ, რომელთა პასპორტის ნომერი კენტი ციფრით მთავრდება და პირიქით - ლუწ დღეებში ის მოქალაქეები ირბენენ, რომლებსაც პასპორტში ბოლო ციფრი ლუწი აქვთ.

ამასთან, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობაზე. მგზავრებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ. მათ კი, ვისაც ნებართვა არ აქვთ, სამსახურში ფეხით, ან საკუთარი ტრანსპორტით სიარული შეუძლია.

ბუენოს-აირესში შეზღუდვების შემსუბუქება 8 ივნისს დაიწყო. მოქალაქეებს სეირნობის და სირბილის უფლება 20.00-დან 8.00-მდე მისცეს. პირველივე დღეებში ამ პერიოდში ქუჩაში ათასობით ადამიანი გავიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system