თავში

ბუკერის პრემია, პირველად, ერთდროულად ორმა მწერალმა მიიღო

ბუკერის პრემია, პირველად, ერთდროულად ორმა მწერალმა მიიღო
ბუკერის პრემია, პირველად, ერთდროულად ორმა მწერალმა მიიღო

ლიტერატურის დარგში 2019 წლის ბუკერის პრემია, პირველად, ერთდროულად ორმა მწერალმა მიიღო. ჯილდო მარგარეტ ეტვუდმა რომანისთვის The Testaments და ბერნარდინ ევარისტომ Girl, Woman, Other--სთვის მიიღეს.

მარგარეტ ეტვუდი ცნობილი კანადელი მწერალია, The Testaments ეტვუდის 1985 წელს დაწერილი ასევე ძალიან ცნობილი და აღიარებული ნაწარმოების, "მხევლის წიგნის" გაგრძელებაა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა.

ბერნარდინ ევარისტო კი ბრიტანელი მწერალია, რომელიც არაერთი მოთხრობის, პიესისა და ლექსის ავტორია. მისი ბოლო რომანი Girl, Woman, Other თორმეტი შავკანიანი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ევარისტო პირველი შავკანიანი ქალი გახდა, ვისაც ეს პრიზი გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system