თავში

ბუკინგემის სასახლე მეგანისა და ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა

​ბუკინგემის სასახლე მეგანისა და ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა
ბუკინგემის სასახლე მეგანისა და ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა.

"მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი რასიზმთან დაკავშირებული საკითხი შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება განსხვავებულია, ჩვენ ის სერიოზულად მივიღეთ და მას ოჯახის მიერ პასუხი გაეცემა პირადად. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია ბუკინგემის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 8 მარტს ოპრა უინფრისთან იტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ინტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. თუმცა პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system