თავში

ბულგარეთი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

​ბულგარეთი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს
ბულგარეთი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს

პარასკევიდან, ბულგარეთი ევროკავშირიდან თითქმის ყველა მოგზაურს მოსთხოვს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კოროვირუსზე PCR ტესტირება გაიაროს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ გზით ხელისუფლებას ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების შეჩერება სურს.

ახალი რეგულაციების თანახმად, ევროკავშირის "წითელი ზონის" მქონე ქვეყნებიდან შემოსულმა მგზავრებმა PCR-ტესტი გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ. ეს წესი ასევე ვრცელდება მოგზაურებზე დიდი ბრიტანეთიდან.

ბულგარეთის "წითელი ზონის" სიაში შედის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 500-ზე მეტი ინფიცირება ფიქსირდება, ან "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდა.

პარასკევიდან ბულგარეთი "წითელ ზონაში" შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას დაამატებს.

ავსტრია, უნგრეთი, ლუქსემბურგი და რუმინეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყნებია, რომლებიც ამჟამად ბულგარეთის „წითელ ზონაში“ არ შედიან.

რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში "ომიკრონის" 12 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამეში ბულგარეთში COVID-19-ის 6 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system