თავში

ბულგარეთის პრემიერი გადადგომაზე უარს აცხადებს

ბულგარეთის პრემიერი გადადგომაზე უარს აცხადებს
ბულგარეთის პრემიერი გადადგომაზე უარს აცხადებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომლითაც პრეზიდენტის, რუმენ რადევის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

პრემიერის განცხადებით, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა გადადგომას არ აპირებს.  

"ეს არის დემოკრატია? მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ მხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობით ვიყავით დაკავებულები. ჩვენ ავაშენეთ იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე ტოდორ ჟივკოვმა. მაშ, უნდა გადავდოთ? ეპიდემიას ევროპაში საუკეთესოდ გავუმკლავდით. არაფერი გვაკავებს, გარდა, იმის საშიშროებისა, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ ოპოზიცია ქვეყანას დაანგრევს", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე რამენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები ქვეყნის გენერალურ პროკურორსა და მთვარობას კორუფციის ფაქტების გამოძიების განზრახ შეყოვნებაში ადანაშაულებენ. 

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მემარჯვენე მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდარათა ამ გზით მოხდეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და საპროტესტო ტალღის განეიტრალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system