თავში

ბულგარეთის პრეზიდენტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

ბულგარეთის პრეზიდენტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
ბულგარეთის პრეზიდენტი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მემარჯვენე მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა, რათა ამ გზით მოხდეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და საპროტესტო ტალღის განეიტრალება. 

ქვეყანაში საპროტესტო აქციები უკვე რამენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები ქვეყნის გენერალურ პროკურორსა და მთვარობას კორუფციის ფაქტების გამოძიების განზრახ შეყოვნებაში ადანაშაულებენ. 

პრეზიდენტის განცხადებით, ერთადერთი გზა ვითარების განსამუხტად და პოლიტიკური დაძაბნულობის ჩასახშობად, მემარჯვენე მთავრობისა და  მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომაა.

”სხვადასხვა ასაკისა და პოლიტიკური გაერთიანების ბულგარელები ითხოვენ კანონის უზენაესობის აღდგენას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მეთოდურად იქნა დარღვეული”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რადევი, რომელიც 2016 წელს სოციალისტური პარტიის ხმებით აირჩიეს, პრემიერ–მინისტრის ბოიკო ბორისოვისა და ცენტრალური მემარჯვენე მთავრობის მთავარი კრიტიკოსია. იგი მას  კორუფციაში, სამართლიანობის არქონასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system