თავში

ბულგარეთში კარანტინის გაპროტესტებას დაპატიმრებები მოჰყვა

ბულგარეთში კარანტინის გაპროტესტებას დაპატიმრებები მოჰყვა
ბულგარეთში კარანტინის გაპროტესტებას დაპატიმრებები მოჰყვა

ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე რვა მომიტინგე დააპატიმრეს. ამის შესახებ AFP იუწყება.

აღნიშნული მიტინგი  პირველი მასობრივი შეკრებაა მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა 13 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქალაქეებს გადაადგილება და შეკრება აუკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რვა დემონსტრანტი დააპატიმრეს სხვადასხვა მიზეზის გამო. კერძოდ,  საპროტესტო აქციაზე რამდენიმე შეტაკება მოხდა, თუმცა ინციდენტის შედეგად დარავინ დაშავებულა. მომიტინგეები ცდილობდნენ პოლიციის მიერ შექმნილი კედლის გარღვევას. 

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ "მაფიისა და მკვლელების" გადადგომას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system