თავში

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნებში სულ 6 985 კანდიდატია ჩართული - 22 პოლიტიკური პარტია, 8 კოალიცია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი.

ქვეყნის მასშტაბით 12 ათასი უბანი, რომელზე ხმის მიცემის უფლებაც 6.7 მილიონ მოქალაქეს აქვს დილის 08:00 საათიდან გახსნილია.

წლევანდელი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები გარკვეული შეზღუდვები ჩატარდება. ამომრჩევლებს უბნებზე პირბადის გარეშე არ დაუშვებენ. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ხმათა უმრავლესობას მმართველი კოალიცია მიიღებს. პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მათი პარტნიორი „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ხმების 28%-ს მიიღებენ, ხოლო მათი ოპონენტი „სოციალისტები“ – 20%-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system