თავში

Facebook-მა და Twitter-მა რუსეთთან დაკავშირებული ათობით ანგარიში წაშალა

Facebook-მა და Twitter-მა რუსეთთან დაკავშირებული ათობით ანგარიში წაშალა
Facebook-მა და Twitter-მა რუსეთთან დაკავშირებული ათობით ანგარიში წაშალა

კომპანიებმა Facebook Inc და Twitter Inc განაცხადეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ათობით ყალბი ანგარიში წაშალეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ანგარიშებს განიდან და ნიგერიიდან მართავდნენ და ისინი აშშ-ის მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი.

Facebook-მა 49 სამომხმარებლო ანგარიში და 69 გვერდი წაშალა, ასევე Instagram-ის 85 ანგარიში.

კომპანიის თქმით ანგარიშები რუსეთის ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან ("ტროლების ფაბრიკა") იყო დაკავშირებული, რომელსაც 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან კავშირში ადანაშაულებენ. კომპანიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთა, ევგენი პრიგოჟინთან აკავშირებენ.

Facebook-ში აცხადებენ, რომ კომპანია აშშ-ის ფერადკანიან მოსახლეობაზე წერდა და ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში მათი უფლებები ილახება, პოლიცია კი ძალადობას იჩენს მათ მიმართ.

Twitter-მა 71 ანგარიში წაშალა. ისინიც განიდან და ნიგერიიდან იმართებოდა. კომპანია აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირის მტკიცებულებები მას ხელთ აქვს. ანგარიშების მიზანი "სოციალურ, რასობრივ და ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგში ჩართვის გზით შუღლის გაღვივება იყო".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system