თავში

ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ

​ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ
ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგნენ

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა, როკ მარკ კრისტიან კაბორემ, ქვეყანაში რთული ტერორისტული სიტუაციის ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კრისტოფ დაბირე გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა, რასაც ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მთელი მთავრობის გადადგომა ავტომატურად მოჰყვა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

დაბირემ გადადგომის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს დაწერა.

"პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის განცხადების გათვალისწინებით, გადაწყვიტა, ის თავისი მოვალეობებისაგან გაათავისუფლოს", - წერს სააგენტო.

ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

27 ნოემბერს ქვეყანაში ისლამისტური დაჯგუფებების მზარდი თავდასხმების ფონზე ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. კერძოდ, 14 ნოემბერს, ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით, სუმის პროვინციაში, ჟანდარმერიის პოსტზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system