თავში

ბურკინა ფასოში 100 ადამიანი მოკლეს - დამწვარია სახლები და მაღაზიები

ბურკინა ფასოში 100 ადამიანი მოკლეს - დამწვარია სახლები და მაღაზიები
ბურკინა ფასოში 100 ადამიანი მოკლეს - დამწვარია სახლები და მაღაზიები

ბურკინა ფასოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა.

Reuters-ის მიერ  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბურკინა ფასოს ჩრდილოეთით სოფელ სოლჰანში, რომელიც ნიგერის საზღვართან მდებარეობს, შეიარაღებულმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა, შედეგადაც მოკლულია სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოსახლე. შეირაღებულმა ჯგუფებმა დაწვეს მაღაზიები და სახლებიც.

თავდასხმები უმეტესად ჯიჰადისტების მიერ ხორციელდება, რომლებიც ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ.

ქვეყნის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system