თავში

ბურკინა-ფასოში დააკავეს სამხედროები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნენ

​ბურკინა-ფასოში დააკავეს სამხედროები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნ
ბურკინა-ფასოში დააკავეს სამხედროები, რომლებიც გადატრიალებას ამზადებდნენ

ბურკინა-ფასოში დააკავეს სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის სამხედრო იუსტიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამხედრო ტრიბუნალმა 8 იანვარს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქმე აღძრა. ის რესპუბლიკური ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მცდელობაშია ეჭვმიტანილი", - აღნიშნულია სამხედრო იუსტიციის ინფორმაციაში.

8 სამხედრო მოსამსახურე 11 იანვარს დააკავეს და დაკითხეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა როკ მარკ კრისტიან კაბორემ ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განახორციელა. რამდენიმე სამხედრომ თანამდებობა დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system