თავში

ბურკინა-ფასოში მასობრივი მკვლელობა ბავშვებმა ჩაიდინეს

​ბურკინა-ფასოში მასობრივი მკვლელობა ბავშვებმა ჩაიდინეს
ბურკინა-ფასოში მასობრივი მკვლელობა ბავშვებმა ჩაიდინეს

მასობრივი მკვლელობა ბურკინა-ფასოში, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ჯარისკაცმა ბავშვებმა ჩაიდინეს. მათი ასაკი 12-დან 14 წლამდე მერყეობდა. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდში განაცხადეს.

ივლისის დასაწყისში ბურკინა-ფასოში შეიარაღებული პირები სოლჰანის დასახლებას დაესხნენ თავს. მთავრობის ცნობით, ინციდენტის შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

"ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფებები, ძირითადად, 12-14 წლის ბავშვებიდან და მოზარდებიდან შედგებოდა", - აღნიშნული გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.

ფონდში დაგმეს შეიარაღებულ დაჯგუფებებში ბავშვების ჩათრევის ფაქტი და ხაზი გაუსვეს, რომ ეს "ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევაა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system