თავში

ბუსტერები, შესაძლოა, კიდევ ბევრი წელი დაგვჭირდეს - Pfizer

ბუსტერები, შესაძლოა, კიდევ ბევრი წელი დაგვჭირდეს - Pfizer
ბუსტერები, შესაძლოა, კიდევ ბევრი წელი დაგვჭირდეს - Pfizer

ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, რომ ადამიანებს, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. ბუსტერული აცრების გაკეთება "მომდევნო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში დასჭირდებათ". ამის შესახებ ბრიტანეთში ფარმაცევტული კომპანიის რეგიონალურმა მენეჯერმა, ბენ ოსბორნმა Sky News-ს განუცხადა.

კითხვაზე, რამდენ ხანს დასჭირდება ადამიანებს ბუსტერების გაკეთება, მან აღნიშნა: ”ვფიქრობ, ძნელია იმის თქმა, რამდენ წელი იქნება, რადგან ვერც ერთი ჩვენგანი შეძლებს, წინასწარ განსაზღვროს, როგორ განვითარდება ვირუსი დროთა განმავლობაში”.

”ვფიქრობ, მეცნიერება და მონაცემები ახლა გვაჩვენებს, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, ზრდასრული მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეული დონის დამატებითი ვაქცინაციები დაგვჭირდება", - განაცხადა ოსბორნმა.

ოსბორნი ასევე თვლის, რომ ე.წ. ბუსტერული დოზები ყველა ზრდასრულისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჯერჯერობით შეიძლება გაკეთდეს "ომიკრონის" ვარიანტის წინააღმდეგ.

მისი თქმით, Pfizer საჭიროების შემთხვევაში ახალი ვაქცინის შესაქმნელად მზად არის მის წარმოებას "დიდი მასშტაბით" შეძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system