თავში

ბუსტერული დოზის შემდეგ J&J-ის ვაქცინის ეფექტურობა 94%-მდე იზრდება

ბუსტერული დოზის შემდეგ J&J-ის ვაქცინის ეფექტურობა 94%-მდე იზრდება
ბუსტერული დოზის შემდეგ J&J-ის ვაქცინის ეფექტურობა 94%-მდე იზრდება

ფარმაცევტული კომპანია Johnson&Johnson-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა COVID-19-ისგან 94%-ით იცავს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინა, სხვა პრეპარატებისაგან განსხვავებით, ერთდოზიანია. ხოლო, მისი მეორე - ბუსტერული დოზის მიღების შემთხვევაში დამცველობა იზრდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ გამაძლიერებელ დოზას პირველი დოზის მიღებიდან ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, ანტისხეულები 12-ჯერ გაიზრდა.

კომპანია ასევე ირწმუნება, რომ ვაქცინის ორი დოზის შეყვანა 56 დღის ინტერვალით უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას COVID-19–ის მძიმე მიმდინარეობისაგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system