თავში

Canon-ის საიტით კოსმოსიდან ფოტოს გადაღება შეიძლება

Canon-ის საიტით კოსმოსიდან ფოტოს გადაღება შეიძლება
Canon-ის საიტით კოსმოსიდან ფოტოს გადაღება შეიძლება

იაპონურმა ფირმა Canon-მა ინტერაქტიული საიტი შექმნა, რომელიც კოსმოსიდან ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. ახალი პროდუქტის პრეზენტაცია CES 2021-ის გამოფენაზე მოხდა.

ფოტოგადაღება Canon CE-SAT-1-ის თანამგზავრის საშუალებით ხდება. ის კოსმოსში 2017 წელს გაუშვეს. თანამგზავრზე PowerShot S110 კამერა, ციფრული სარკისებური კამერა EOS 5D Mark III და კასერგენის ტიპის 40 სანტიმეტრიანი და 3720 მილიმეტრიანი ტელესკოპია დაყენებული. 

კომპანიის განცხადებით,  მომხმარებლებს სურათების გადაღება  CE-SAT-1-ის მიერ ადრე გადაღებული კადრების გამოყენებით შეეძლებათ. ფოტოები სხვადასხვა ადგილას მასშტაბის გადიდების საშუალებას იძლევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system