თავში

Cargo Dragon კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა

Cargo Dragon კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
Cargo Dragon კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა

SpaceX-ის წარმოებული სატვირთო კოსმოსური ხომალდის Cargo Dragon-ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთების პროცესი წარმატებით დასრულდა. დაკავშირება 17 მეტრიანი რობოტიზებული კიდურით Canadarm-2-ით მოხდა, რომელსაც ამერიკელი ასტრონავტი ჯესიკა მეირი მართავდა. მთელი პროცესი კი ნასას ფრენების კონტროლის ცენტრიდან იმართებოდა.

ეს უკვე SpaceX-ის მიერ არის შექმნილი ხომალდის მე-20 ფრენაა კოსმოსში.

კოსმოსურმა ხომალდმა, სხვა ტვირთთან ერთად, სადგურზე ევროპული კოსმოსური სააგენტოს პლატფორმა Bartolomeo ჩაიტანა. მას ევროპულ მოდულ Columbus-ის გარე სადგურზე დაამაგრებენ.

პლატფორმა აღჭურვილია საჭირო დატვირთვის მქონე 12 განყოფილებით, რომლებშიც კომერციული კვლევისთვის საჭირო აღჭურვილობა განთავსდება. ევროპლატფორმა სახელმწიფოებსა და და კერძო ორგანიზაციებს საშუალებას მიცემს კოსმოსში კვლევები სწრაფად და ეკონომიკურად ეფექტურად აწარმოონ. სასარგებლო ტვირთები ეკიპაჟის წევრების მომსახურეობას არ საჭიროებენ.

Cargo Dragon-ი ჯერჯერობით ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ტვირთებით მომარაგება და მათი დედამიწაზე ტრანსპორტირება შეუძლია.

მანამადე, SpaceX-მა კოსმოსში, 60 ინტერნეტ-თანამგზავრი გაუშვა, რითაც მსოფლიო თანამგზავრ-ოპერატორად იქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system