თავში

ჩადში ამბოხებულები დედაქალაქზე იერიშით იმუქრებიან

​ჩადში ამბოხებულები დედაქალაქზე იერიშით იმუქრებიან
ჩადში ამბოხებულები დედაქალაქზე იერიშით იმუქრებიან

ჩადში დაძაბულობა პიკს აღწევს. პრეზიდენტის იდრის დების ფრონტის წინა ხაზზე მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ახალ სამხედრო ხელისუფლებას საფრანგეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ძალაუფლების მოკლული პრეზიდენტის შვილის გენერალ-ლეიტენანტ მოჰამად იდრის დები იტნოს ხელში გადასვლას ოპოზიცია და ოფიცრების ნაწილი აპროტესტებს. ამ ფაქტს აპროტესტებენ ამბოხებულებიც, რომელთაც მოკლე დროით ცეცხლის შეწყვეტის დასრულების შესახებ განაცხადეს და დედაქალაქზე შეტევით დაიმუქრნენ. ისინი ნჯამენადან 200 კილომეტრში იმყოფებიან. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს. 

ჩადის არჩევნებში ახლადგამარჯვებული პრეზიდენტი იდრის დები, ჩრდილოელ ამბოხებულებთან ცეცხლის წინა ხაზზე სამხედრო ნაწილების მოსანახულებლად ვიზიტის დროს მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. ქვეყანაში ორკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. მოკლული პრეზიდენტის დაკრძალვა 23 აპრილს გაიმართება. ჩადის სახელმწიფო ახალი მეთაურის მოვალეობას დაღუპული პრეზიდენტის იდრის დების შვილი შეასრულებს. მან 18 თვეში ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების პირობა დადო.

ოპოზიციის ლიდერებმა და ოფიცერთა ნაწილმა ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლა ხელისუფლების მიტაცებად და სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. საფრანგეთი, რომლის ყოფილი კოლონაა ჩადი, დროებით სამხედრო ხელისუფლებას მხარი დაუჭირა. პარიზის განცხადებით ეს უსაფრთხოების ინტერესებითა და ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარებით არის ნაკარნახევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system