თავში

ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაემუქრა

ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაემუქრა
ჩაკ ნორისი ალექსანდრ ლუკაშენკოს დაემუქრა

ამერიკელი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობი, ჩაკ ნორისი ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაემუქრა, რომ თუ ძალადობას არ შეწყვეტდა მასთან მივიდოდა და ატირებდა. 

ვიდეო მიმართვა Youtube-ზე ვრცელდება, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა მსახიობმა ჩანაწერი cameo-ს პორტალის მეშვეობით მოამზადა. ცნობისთვის, ეს არის პორტალი, რომელიც საშუალებას იძლევა ცნობილმა ადამიანებმა თქვენთვის სასურველი მიმართვა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩაწერონ და გამოქვეყნონ.

"მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა საშაზე, მეტსახელად „საშა ნულოვანი პროცენტი“, ანუ „მისტერ ტარაკანი“. როცა ხახვს ვჭრი მე კი არა ხახვი ტირის. ამიტომ თუ არ შეწყვეტ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებ,  შენს ერთ-ერთ რეზიდენციაში მოვალ და გატირებ“, - აცხადებს ჩაკ ნორისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system