თავში

Charlie Hebdo-მ ელისაბედ II-ისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა

Charlie Hebdo-მ ელისაბედ II-ისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნ
Charlie Hebdo-მ ელისაბედ II-ისა და მეგან მარკლის კარიკატურა გამოაქვეყნა

"რატომ დატოვა მეგანმა ბუკინგემის სასახლე?" - ფრანგულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II-ისა და მეგან მარკლის კარიკატურა ამ სათაურით გამოაქვეყნა. 

სატირული გამოცემა ამ ფორმით  მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა.

კარიკატურაზე, რომელიც გამოცემის გარეკანს ამშვენებს, დედოფალი ელისაბედი ჰერცოგინიას ფეხით ახრჩობს. 

8 მარტს ოპრა უინფრისთან იტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ინტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. თუმცა პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system