
ფილმ "ჩარლი და შოკოლადის ქარხნის" პრიქველი, Wonka 2023 წლის 17 მარტს გამოვა.
ახალ ფილმში მოთხრობილი იქნება, ვინ იყო შოკოლადის ქარხნის მეპატრონე ვილი ვონკა და რას საქმიანობდა ბრიტანელი მწერლის როალდ დალის ამბის "ჩარლი და შოკოლადის ქარხნის" მოვლენებამდე, რომლის მიხედვით ტიმ ბარტონმა ფილმი გადაიღო. ახალი ფილმის პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი, ხოლო რეჟისორი პოლ კინგი იქნება.
შეგახსენებთ, ფილმი "ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" 2005 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს. ფილმის, რეჟისორი ტიმ ბარტონია. იგი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიაში და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში.